პარასკევს საღამოს, ვენაში, წითელი ფარნების კვარტალში მდებარე ბორდელში „აზია", 27 წლის კაცმა სამი ქალი მოკლა.
ავსტრიული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დილით, როდესაც პოლიციას საგამოძიებო სამუშაოებს ატარებდა, ბორდელის შესასვლელი კარის ფირნიშზე ჯერ კიდევ ენთო წითლად წარწერა „ღიაა", თუმცა უკვე იყო ცნობილი, რომ 40-499 ევროს საფასურად იქ სხვადასხვა სახის მომსახურების შემთავაზებელი „შაქარივით ტკბილი" ოთხი ქალიდან, სამი მოკლული იყო.
მკვლელი, 27 წლის მამაკაცი, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. იგი ახლომდებარე პარკში, სავარაუდოდ, ბუჩქებში ცდილობდა დამალვას, როდესაც პოლიციამ ალყაში მოაქცია. შვეიცარიული „ბლიკის" ცნობით, დაკავების მომენტში მკვლელს სისხლიანი დანა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაგდებული და ვიდეოში ისმის პოლიციის შეძახილი: „დააგდე დანა, ყვ@@ო!" მამაკაცი პოლიციას არ დანებდა და იგი ელქტროშოკით გათიშეს.
დაკავებული 27 წლის ავღანელია. მას თავშესაფრის შესახებ თხოვნა 2022 წელს აქვს შეტანილი. მოკლულების ეროვნული კუთვნილების შესახებ ავსტრიული პრესას ინფორმაცია არ გააჩნია. აღნიშნავენ, რომ ყველანი აზიიდან არიან.
პოლიციის პრესსპიკერმა პრესას განუცხადა, რომ დანაშაულის მოტივებზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეჭვმიტანილის და მოწმეების, მათ შორის, ბორდელში მომუშავე, მკვლელობის მომენტში ერთ-ერთ ოთახში დამალული ქალის დაკითხვის შემდეგ. ერთ-ერთი ვერსიით, კაცი ბორდელში როგორც კლიენტი შევიდა, ქალებმა კი მისი გაგდება მოინდომეს.