ვატიკანის ცნობით, პაპი ფრანცისკე მკურნალობაზე "დადებითად რეაგირებს" და მისი მდგომარეობა "თანდათანობით" უმჯობესდება.
"ბოლო დღეებში წმინდა მამის კლინიკური მდგომარეობა რჩება სტაბილურად და, შესაბამისად, მკურნალობაზე დადებით რეაგირებაზე მიუთითებს. შესაბამისად, არის თანდათანობითი, მცირე გაუმჯობესება". - წერს ვატიკანი.
პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, თავდაპირველად სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს.
ცნობისთვის, 22 თებერვალს წმინდა საყდარმა განაცხადა, რომ რომ უზენაესი პონტიფიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
გარდა ამისა, ვატიკანის ცნობით და 22 თებერვლის მონაცემებით, ჩატარებულმა სამედიცინო ანალიზმა თრომბოციტოპენია გამოავლინა, რაც ანემიასთან არის ასოცირებული და რის გამოც პაპს სისხლის გადასხმა დასჭირდა.
ექიმების თქმით, პაპ ფრანცისკესთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სეფსისის დაწყება წარმოადგენს, რაც, შეიძლება, პნევმონიის გართულების შედეგად მისი სასუნთქი სისტემიდან სისხლის მიმოქცევაში ბაქტერიების შეღწევამ გამოიწვიოს.
პაპის მკურნალმა გუნდმა თქვა, რომ ამჟამად სეფსისი ნიშნები არ აღინიშნება და ის მედიკამენტებზე დადებითად რეაგირებს.