„ვაშინგტონ პოსტის" და „ეი-ბი-სის" გამოკითხვა 2023 წლის 28 აპრილიდან 3 მაისამდე ჩატარდა, მონაცემთა დამუშავების შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. 

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 49% დონალდ ტრამპს მისცემს ხმას, 42% კი ჯო ბაიდენს.

კიდევ ერთი კითხვა ტრამპის და ბაიდენის გონების სისხარტესთან დაკავშირებით იყო დასმული.

გამოკითხულთა მხოლოდ 32% თვლის, რომ ჯო ბაიდენს საკმარისი გონებრივი სიმახვილე აქვს, რათა შეძლოს ეფექტური მმართველობა.

დონალდ ტრამპის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 52%-ის ტოლია.

გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. მისი ცდომილება 3,5%-ია.