ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს, ძალას ნამდვილად არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„ძალას ნამდვილად არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა. ძალა ხშირად ახალ პრობლემებს ქმნის და სერიოზულ გრძელვადიან შედეგებს ტოვებს. სამხედრო ძალის რეალური ღირებულება არა ბრძოლის ველზე, არამედ ომის თავიდან აცილებაშია“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.















