ამის შესახებ გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა ალი ბაჰრეინიმ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ეჭვი გვეპარება მოლაპარაკებების სარგებლიანობაში ამ ეტაპზე. მათ უნდა გაიგონ, რომ ომი არ არის ვარიანტი. ჩვენ გავაგრძელებთ თავის დაცვას მანამ, სანამ არ გაიგებენ, რომ ირანი განსხვავებულია და რომ მათ არ შეუძლიათ მისი დასუსტება და დამარცხება“, - განაცხადა ბაჰრეინიმ.

მისი თქმით, თეირანი მზადაა დაუბრუნდეს დიალოგს, იმ პირობით, რომ შეწყდება საომარი მოქმედებები და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარანტიები.

„ჩვენ ადრეც ვაჩვენეთ თავდაცვის კარგი დონე და ჩვენ შევაჩერებთ ამ ომს. ჩვენ დავასრულებთ ამ დაუსჯელობის ფენომენს სამოქალაქო ობიექტებზე თავდამსხმელთათვის“ - განმარტა დიპლომატმა.

ბაჰრეინის თქმით, ირანი მიიღებს საპასუხო ზომებს მანამ, სანამ აგრესია სრულად არ შეწყდება.მან მოუწოდა ვაშინგტონს, შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებში სამხედრო ბაზების გამოყენება ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალი ბაჰრეინის განცხადებამდე სოციალურ ქსელში დაწერა: მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა ჩამოიშალა. მათ საუბარი სურთ. მე ვუთხარი: „უკვე გვიანია!“

კიდევ უფრო ადრე, ირანზე დარტყმის მიყენების მეორე დღეს,  დონალდ ტრამპმა „The Atlantic"-ს განუცხადა, რომ ირანის ახალ ხელმძღვანელობას საუბარი სურს და იგი დათანხმა. ეს განცხადება ასევე სწრაფად უარყო ირანის ხელმძღვანელობამ.