რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, კრემლმა იმედგაცრუება გამოხატა აშშ-ირანის მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო.

"რაც შეეხება ომანის შუამავლობით აშშ-სა და ირანს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუების გამოხატვა შეიძლება, რომ მოლაპარაკებებიდან მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ გამოსული ინფორმაციის მიუხედავად, ვითარება პირდაპირ აგრესიის დონემდე გაუარესდა." - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მუდმივ კონტაქტზეა ირანის ხელმძღვანელობასთან და კონფლიქტის გარშემო შექმნილ ვითარებას განიხილავს.