ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდა

1612851049
ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებთან, ასევე, ამხანაგობების თავმჯდომარეებთან
შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე და მოსახლეობის საჭიროებებზე დავით კვინიკაძე წყნეთში გაგრის ქუჩის, გაგრის მესამე და მეოთხე ჩიხების, ასევე, შერვაშიძის პირველი, მეორე შესახვევებისა და შერვაშიძის ქუჩის მოსახლეობას გაესაუბრა.
"დავიწყეთ ყოველდღიური შეხვედრები ვაკის რაიონის ყველა უბნის ამხანაგობების თავმჯდომარეებთან და ამხანაგობების სხვა წევრებთან. ასეთი კომუნიკაცია და ინფორმაციის დროული მიღება ადგილზევე მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია გამგეობის ეფექტიანი მუშაობისთვის", - განაცხადა დავით კვინიკაძემ.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.