ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება პატიმრების გაცვლის შედეგად რუსეთში დაკავებული პირების გათავისუფლებას და აცხადებს, რომ კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა.
ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„მივესალმები რუსეთში ტყვედ მყოფი ევროკავშირისა და აშშ-ის უდანაშაულო მოქალაქეებისა და სამართლიანი რუსი დემოკრატების გათავისუფლებას. კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა. ეს აჩვენებს მკვეთრ განსხვავებას. ეს არის დიდი სიხარულის მომენტი ყველასთვის, ვინც იბრძოდა მათი თავისუფლებისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელი. რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობიდან რვა მოქალაქე დაბრუნდა.
I welcome the release of innocent citizens from EU & US and upright Russian democrats held captive in Russia.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 1, 2024
The Kremlin swapped them for convicted criminals and murderers.
This shows the stark difference.
This is a moment of great joy for all who have fought for their…