ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას გმობს. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მეტე, ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა ამ საღამოს. ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვწამს და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში. გისურვებ სიძლიერეს და სიმამაცეს – ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვს”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
დანიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა.
დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
Kære @Statsmin Mette, Jeg blev dybt chokeret over nyheden om, at du blev overfaldet i aften.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 7, 2024
Jeg fordømmer denne afskyelige handling, som går imod alt, hvad vi tror på og kæmper for i Europa.
Jeg ønsker dig styrke og mod - jeg ved, at du har rigeligt af begge dele.