უკრაინის თავდაცვის ძალებმა მორიგი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს საჰაერო სივრცეში. ოფიციალური წყაროების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მოიერიშე თვითმფრინავი Су-35 გაანადგურეს.
ინციდენტი ფრონტის ხაზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოხდა. უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსული ავიაგამანადგურებლის დაფიქსირება და მისი ჩამოგდება შეძლეს. Су-35 ითვლება რუსეთის არმიის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ძვირად ღირებულ მოიერიშედ, ამიტომ მისი განადგურება რუსული ავიაციისთვის მნიშვნელოვან დანაკარგად ფასდება.
Су-35 აქტიურად გამოიყენება რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქებისა და სამხედრო პოზიციების დაბომბვისთვის. უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ეფექტურობას და მოწინააღმდეგის საჰაერო დომინირების შეზღუდვის მცდელობას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. დამოუკიდებელი წყაროები ინციდენტის დეტალებს აზუსტებენ.




