შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე თეძამის სატუმბ სადგურზე დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატი, რის შედეგადაც, სარწყავი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება 4 სოფლის _ ქვახვრელის, დოესის, თელიანისა და ხოვლეს მოსახლეობას, ხოლო საერთო ჯამში წყალუზრუნველყოფილი იქნება 650 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
შესრულებული სამუშაოები თეძამის სატუმბი სადგურის საიმედო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი სეზონის განმავლობაში წყლის შეუფერხებელ მიწოდებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სტაბილურ მორწყვასა და რეგიონში აგროსექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.









