საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დღეს უწყებაში ბრიფინგი გაიმართება. თუმცა, დაკონკრეტებული არ არის, რა საკითხზე იქნება საუბარი. 

"დღეს, 9 ივლისს 11:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თბილისის პროკურორის გიორგი მიქაიას ბრიფინგი გაიმართება." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.