დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც იგი აღნიშნავს, თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავსებდა დედაქალაქს.
„ვწუხვარ ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, არაერთი პოეტური კრებულის ავტორის, საპატიო თბილისელის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო.
თბილისს გამოაკლდა კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით საოცრად ამდიდრებდა და ავსებდა დედაქალაქს.
ვუსამძიმრებ ტარიელ ჭანტურიას ოჯახს, მის ახლობლებს, სრულიად საქართველოს“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.









