უკრაინა, სავარაუდოდ, დათანხმდა ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებას რუსეთთან ომის დასრულების დათმობის სახით, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, „ფაინენშელ თაიმსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, კიევი დათანხმდა, რომ არმიის ჯარისკაცების რაოდენობა 800 ათასამდე შეამციროს.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს – ტერიტორიასა და აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.
გასულ კვირას დასავლურმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. ერთ-ერთი პუნქტი უკრაინის არმიის 600 000 ჯარისკაცამდე შეზღუდვას ითვალისწინებდა.
თარგმანი: პირველი არხი








