რუსეთმა ხარკოვზე „შაჰედის“ ტიპის დრონებით მიიტანა იერიში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთი ხარკოვს თითქმის ყოველდღიურად უტევს დრონებითა და რაკეტებით.

„ხარკოვის შევჩენკოს რაიონში დრონით თავდასხმა სამოქალაქო საწარმოზე მოხდა. მედიკოსები დახმარებას უწევენ ხარკოვში სამოქალაქო ობიექტზე რუსული თავდასხმის შედეგად დაზარალებულებს. ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან 47 წლის ქალი, 50 წლის ქალი და 60 წლის ქალი, ასევე 39 და 49 წლის მამაკაცები. ყველა მათგანი წინასწარი მკურნალობის კურსს გადის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო, სხვადასხვა ხარისხის ტრავმით“, – აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.