უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ ხარკოვს შეუტია; დარტყმა  საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობების მახლობლად დაფიქსირდა. დაშავდა 6 ადამიანი.

"მტრის საბრძოლო დრონის დარტყმა დაფიქსირდა სამრეწველო უბანში, საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად. ჩვენ დეტალებს ვიძიებთ", - განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა.

სინეგუბოვმა დასძინა, რომ დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მაღალსართულიანი შენობის ქვედა სართულებზე მდებარე მანქანებსა და ბინებს ცეცხლი მოედო.