ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Pravda-ს ცნობით, სოლედართან უკრაინელმა მებრძოლებმა მტრების წინააღმდეგ ტოჩკა-უ, ტაქტიკური სარაკეტო სისტემა გამოიყენეს.

"ასზე მეტი რუსი მაშინვე ჯოჯოხეთში წავიდა სოლედარის რაიონში, ეს მოხდა ჯარისკაცების, არტილერისტებისა და რაკეტების კარგად კოორდინირებული მუშაობის წყალობით", - ნათქვამია შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის გავრცელებული ვიდეოს აღწერაში.

10 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა სოლედარში მებრძოლებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ იქ ყოფნა უაღრესად რთულია, რადგან მთელი კედელი, თითქმის, აღარ დარჩა.

11 იანვარს ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელი ამტკიცებდა, თითქოს სოლედარის დასავლეთით დაწინაურდა და სრული კონტროლი დაამყარა.

რაც უკრაინის აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უარყვეს.

შეიარაღებული ძალების სტრატკომი განმარტავდა, რომ ფოტო, რომლითაც ვაგნერი იმის დამტკიცებას ცდილობდა, თითქოს სოლედარის შახტებშია, სინამდვილეში სხვა ადგილასაა გადაღებული.

ომის კვლევის ინსტიტუტი კი წერდა, რომ რუსულმა ჯარებმა წარმატებას მიაღწიეს სოლედარის გარშემო, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხეს ქალაქის სრულად აღება.