უკრაინული მედიასთან საუბარში 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საკმარისი რაოდენობის არტილერია და დრონები აქვთ, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით ჰყავთ ჯარისკაცები.
დონეცკის ოლქში, ველიკა-ნოვოსილკას მახლობლად არსებული ვითარების კომენტირებისას 110-ე ცალკეული მექანიზებულმა ბრიგადის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ავდიივკასთან შედარებით, ტერიტორიის დაკარგვის მიზეზები არ არის იდენტური. ავდიივკაში არ იყო ჭურვები და საფრენი აპარატები, მაგრამ იყვნენ ქვეითები, რომლებიც არტილერიის ნაკლებობას ავსებდნენ, ახლა არის ის, რაც შეიძლება ისროლო და ააფრინო ცაში, მაგრამ მსროლელთა ქვედანაყოფებში პერსონალის ტოტალური ნაკლებობაა.
მებრძოლების თქმით, მტერი 4-6 კაციანი რამდენიმე ჯგუფით რეგულარულად უტევს უკრაინის პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებით. ყველაზე დიდი აქტივობა, ჩვეულებრივ, არის გამთენიისას, როდესაც ხილვადობა მცირდება ნისლის ან წვიმის გამო და შედეგად, გართულებულია საჰაერო დაზვერვა. მტერი მოძრაობს ჩაჯდომებით, იმალება მცენარეულობაში დრონებისგან, მოძრავ სამიზნეზე არტილერიით დარტყმა კი ძალიან რთულია. გარდა ამისა, ძალიან ძნელია ჩამჯდარ ჯგუფებზე დრონებით ნორმალური დარტყმა, რადგან რადიო ტალღებს მცენარეთა ტოტები უშლის ხელს, ჯგუფებში კი ავტომატური იარაღით შეიარაღებული პირები არიან და ისინი ახერხებენ ჩვენი დრონების ჩამოგდებას.
დასახლებულ პუნქტთან მიახლოებული მტერი იმალება სახლებში ან უფრო ხშირად სარდაფებში. აეროდაზვერვა აფიქსირებს ადგილს, მაგრამ მთელი რიგი პრობლემების გამო (ადამიანური ფაქტორი, ქვემეხის ცვეთა, არასათანადო კალიბრის ჭურვი) ძნელია ზუსტ კოორდინატებზე დარტყმა. დრონი ზუსტად ურტყამს, თუმცა მას დიდი მასშტაბით ნგრევა არ შეუძლია გამოიწვიოს და სახლს და სარდაფს ვერაფერს აკლებს და როცა ხვდებიან, რომ მათზე დარტყმა დასრულდა, ას მეტრამდე მანძილს სირბილით გადიან და სხვა სახლში ან სარდაფში იმალებიან. მათი შეჩერება ქვეით მსროლელებს შეუძლიათ, მაგრამ არ გვყავს, - ამბობენ 110-ე ბრიგადის მებრძოლები.