უკრაინის უმაღლესმა რადამ, მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საომარი მდგომარეობა 2026 წლის 4 მაისიდან 2 აგვისტომდე გაგრძელდება.

შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 315-მა დეპუტატმა.

პარლამენტმა საომარი მდგომარეობა უკვე მე-19-ედ გაახანგრძლივა. კანონპროექტის თანახმად, იგი 2026 წლის 4 მაისიდან კიდევ 90 დღით  2 აგვისტომდე გაგრძელდება.