უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა, რუსეთში, ნოვოროსიისკის მახლობლად, სამხედრო გემზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.
"უკრაინის დაზვერვის ოსტატებმა სამხედრო დრონით ზუსტი იერიში მიიტანეს ბოგაზე, რომელშიც ნავიგაციისა და კავშირგაბმულობის ხელსაწყოებია განთავსებული. იერიშის შედეგად განადგურებულია მტრის რადიო ელექტრო რადარი, გემი გამოსულია მწყობრიდან და საჭიროებს ძვირად ღირებულ რემონტს". – წერია დაზვერვის სამმართველოს ანგარიშში.
იერიშის მომენტში რუსული გემი სანაპიროსთან ახლოს რადიოლოკაციურ დაზვერვით იყო დაკავებული.
ექსპლუატაციაში 2015 წლიდან შეყვანილი MPSV07 მრავალფუნქციური რუსული სამხედრო გემია, რომლის ღირებულება დაახლოებით $60 მილიონს შეადგენს. სულ რუსეთს 4 მსგავსი გემი აქვს.