უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინის რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას 5 სექტემბერს დაუჭირა მხარი. რეზნიკოვის გათავისუფლების ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოვიდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში თავდაცვის მინისტრი პირველად შეცვალეს. რეზნიკოვის ადგილზე რუსტემ უმეროვი დაინიშნა.