უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვასილი ლოზინსკი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

2022 წლის ზაფხულში მინისტრთა კაბინეტის მიერ ზამთარში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღსადგენად და მოსახლეობის შუქით, სითბოთი და წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად მინისტრთა საბჭომ 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მასთან ერთად დაკავებული პირები წინასწარ განსაზღვრულ ბიზნეს სუბიექტებთან შესყიდვის ხელშეკრულებების გაბერილ ფასში დადებას. მომსახურების რეალურ და შესყიდვის ღირებულებას შორის სხვაობიდან მეწარმეებს ტენდერებში „გამარჯვებისთვის“ ჩინოვნიკებისთვის  280 მილიონი გრივნა უნდა გადაერიცხათ. 

სპეციალიზებული პროკურატურა აღნიშნავს, რომ კრიმინალური ორგანიზაციის მხილება, რომელშიც შედიოდა მინისტრის მოადგილე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლების სწრაფმა შეღწევამ განაპირობა.

გუშინ უკრაინული პრესა თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარისკაცების კვებისთვის გამოცხადებული ტენდერების შესახებ წერდა და აღნიშნავდა, რომ სამინისტრომ 2023 წლისთვის კვების პროდუქტების შესაძენ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომლის საწესდებო კაპიტალიც 1000 გრივნაა, ხელშეკრულება 13,16 მილიარდ გრივნაზე გააფორმა. ჟურნალისტური მოკვლევის თანახმად, რომ სამინისტრო არაერთ პროდუქტში მაღაზიებში არსებულ გასაყიდ ფასზე ბევრად მეტს იხდის.