უკრაინამ დრონებით მიიტანა იერიში როსტოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეზე, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, სავარაუდოდ, იერიშის სამიზნე აზოვის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა იყო, რომელიც თავდაცვის მრეწველობისთვის პროდუქციას აწარმოებს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ ტაგანროგში ერთი ადამიანი დაშავდა.
კრასნოდარის მხარეში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, სევერსკის რაიონში მდებარე ორ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, არიან დაღუპულები“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.
უკრაინული ტელეგრამარხების ინფორმაციით, სევერსკის რაიონში იერიში კვლავ ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა. საწარმოში ხანძარი გაჩნდა.
ცნიბისთვის, უკრაინულმა დრონებმა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლოს აგვისტოში შეუტიეს.




