უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ მადიარ ბროვდიმ განაცხადა, რომ 22 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ დონეცკში დრონების გამოყენებით 8 მაღალი სიზუსტის დარტყმა განახორციელეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ე.წ. მობილური მოქმედებების სამმართველოს ობიექტზე.

უკრაინული დაზვერვის წინასწარი მონაცემებით, იერიშის შედეგად დაიღუპა 12 ოფიცერი, ხოლო 15 დაიჭრა.

ბროდვის თქმით, სამიზნე სპეცქვედანაყოფი ФСБ-ს სტრუქტურაში კონტრდაზვერვით ამოცანებს ასრულებდა, ასევე ატარებდა დივერსიებს და სხვა ოპერაციებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინაში.