უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) "ოქტოპუსის" წარმოებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიგალის თქმით, ისტორიული შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოში გამოცდილი უკრაინული დრონების წარმოების საშუალებას იძლევა.
"იგეგმება დრონების მასობრივი წარმოება, რამაც თვეში რამდენიმე ათასს შეიძლება მიაღწიოს. წარმოებული პროდუქცია უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადაეცემა" – წერს შმიგალი.




