აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე, მათ შორის საქართველოზე ისაუბრეს.
უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შეხვედრის დროს განიხილეს, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში დაეხმარონ.
"რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინის, ირანის რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის შესაჩერებლად და დავეხმაროთ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში", - წერს უილსონი.
Grateful to meet with MEP @RihardsKols to discuss how we can work together to deter War Criminal Putin, the Iranian regime, and the Chinese Communist Party, and help the Georgian people to achieve free and fair elections. pic.twitter.com/S5HW8ajGDy
— Joe Wilson (@RepJoeWilson) February 4, 2025