თურქეთში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ბალიკესირის პროვინცია იყო.

ბიძგები იგრძნობოდა ქალაქ სტამბოლშიც, რომელიც ბალიკესირიდან 206 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.