თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირველად განაცხადა, რომ თურქეთმა, შესაძლოა, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება შვედეთის მიღებასთან დაკავშირების გარეშე დაამტკიცოს. კომენტარი პოლიტიკოსსა და ახალგაზრდა ამომრჩეველს შორის სატელევიზიო შეხვედრის დროს გაკეთდა, წერს DW.

"თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია ფინეთის განსხვავებული პასუხი გავცეთ. შვედეთი შოკირებული იქნება, როცა ფინეთს სხვა პასუხს გავცემთ", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მან გაიმეორა შვედეთისადმი წაყენებული მოთხოვნა "ტერორისტების" ექსტრადირებაზე. საუბარია თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებზე. "თუ თქვენ ნამდვილად გსურთ NATO-ში გაწევრიანება, ამ ტერორისტებს დაგვიბრუნებთ", - განაცხადა ერდოღანმა.