შვედური საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ აშშ-ში გამართული თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრის შემდეგ, შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხში წინსვლა არაა.
მევლუთ ჩავუშოღლუს და ენტონი ბლინკენის შეხვედრა ორ ქვეყანას შორის გაჭიანურებული და გადაუჭრელი კონფლიქტის ფონზე გაიმართა.
ერთი საკითხი, რომელმაც ქვეყნებს შორის კონფლიქტი წარმოშვა, არის თურქეთისთვის F-16 ტიპის 40 F-16 ტიპის მოდერნიზებული გამანადგურებლის მიყიდვა. შვედური პრესის თქმით, იყო მოლოდინი, რომ გამანადგურებლების მიყიდვასთან ერთად განხილული იქნებოდა და წარმატებით გადაიჭრებოდა შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი, რასაც შტატები მხარს უჭერს, თურქეთი კი ჯერჯერობით ეწინააღმდეგება.
„ასოშეიტედ პრესის" ცნობით, დღის განმავლობაში გარღვევა არ მომხდარა და შეხვედრის შემდეგ კომენტარებში არც ერთ მხარეს არ უხსენებია ნატოს წევრობის საკითხი.
ჩვენ ვართ ახლო მოკავშირეები და პარტნიორები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკითხებს ერთნაირად ვუყურებთ. როდესაც უთანხმოებაა, კარგ ხასიათზე მყოფები ვძლევთ მათ, - განაცხადა ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ.
თავის მხრივ, ჩავუშოღლუმ თურქულ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ გამანადგურებლების შეძენასა და შვედეთ-ფინეთის ნატოში გაწევრიანებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
მიგვაჩნია, რომ ეს ორი განსხვავებული საკითხი ერთმანეთთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. გამანადგურებლების შეძენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ ნატოსა და შეერთებული შტატებისთვისაც. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად, აშშ მოიწონებს და დაამტკიცებს გამანადგურებლების გაყიდვას, - განაცხადა საგარეო ჩავუშოღლუმ.