თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიას ცნობთ, ქვეყანაში კიდევ 43 ადამიანი დააკავეს

ალი იერლიკაია სოციალურ ქსელ X-ზე წერს: "ჩვენმა პოლიციამ 43 პროვოკატორი დააკავა .  სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად სამუშაოები გრძელდება."

შეგახსენებთ, თურქეთში უკვე მეექვსე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. დაკავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

აქციები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაიწყო. რომელსაც კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობას ედავებიან