ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ" ავრცელებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დაგმო ყურბან-ბაირამის პირველ დღეს შვედეთში, მეჩეთის წინ ყურანის დაწვა.

„მე ვგმობ საზიზღარ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ყურანის წმინდა წიგნის წინააღმდეგ შვედეთში“, - დაწერა მან ტვიტერზე.

ფიდანმა სიტყვის თავისუფლების საბაბით ისლამის წინააღმდეგ მიმართულ მსგავს ქმედებებს მიუღებლად უწოდა.

„თვალის დახუჭვა ასეთ სისასტიკეებზე ნიშნავს იყო თანამზრახველი”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სტოკჰოლმში, მეჩეთის წინ, ერაყელმა 37 წლის სალვან მომიკამ ყურანიდან ფურცლები ამოხია და ცეცხლი წაუკიდა, მანამდე კი ყურანთანთან ერთად ხელში ბეკონი დაიკავა, შემდეგ კი ყურანი ძირს დააგდო და მასზე ფეხებით შედგა.