ამის შესახებ შვედური გამოცემა aftonbladet წერს.
მამაკაცი სტოკჰოლმში, Medborgarplatsen-ზე, მეჩეთის მახლობლად, ყურანის დაწვის დროს დააკავეს, - იუწყება aftonbladet.
„ის ქვების სროლას ცდილობდა, მაგრამ პოლიციამ დაასწრო და შეაჩერა" - ამბობს პოლიციის სპიკერი ჰელენა ბოსტრომ თომასმა.
13:30 საათზე დაწყებული აქციის დროს ორგანიზატორმა, 37 წლის სალვან მომიკამ, სანამ ყურანიდან ფურცლებს ამოხევდა და ცეცხლს წაუკიდებდა, მას ბეკონი გადაუსვა.
უფრო ადრე aftonbladet წერდა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა არ ისურვა გაეკეთებინა კომენტარი თუ რა გავლენას მოახდენდა ყურანის დაწვა ნატოში შვედეთის გაწევრიანების პროცესზე.
„ეს კანონიერია, მაგრამ არაა მიზანშეწონილი", - განაცხადა მან.