ნოქალაქევის ციხე-ქალაქში გაიმართა ლეგენდარული სენაკელი ფალავანის, ნესტორ ესებუას სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირში - ,,ნესტორ ესებუას თასი” მონაწილეობა მიიღეს ფალავნებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ტურნირს ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ხუბულური, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი გაჩეჩილაძე, ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი, გიორგი შიუკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
გამარჯვებული ფალავნები დაჯილდოვდნენ მედლებით და ფულადი ჯილდოებით.
ლეგენდარული სენაკელი ფალავანის, ნესტორ ესებუას სახელობის ტურნირი, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და ის ტრადიციული გახდება.