აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგი მასშტაბური ეკონომიკური ინიციატივა დააანონსა. მისი განცხადებით, ქვეყნის თითოეული ზრდასრული მოქალაქე 5 000 დოლარის ოდენობის პირდაპირ ფინანსურ სტიმულს მიიღებს იმ პირობით, თუ რესპუბლიკური პარტია მომავალ არჩევნებზე კონგრესში უმრავლესობას და კონტროლს შეინარჩუნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ამერიკული ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ინფლაციური რისკების განეიტრალებას.
პოლიტიკური ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს დაპირება რესპუბლიკელების საარჩევნო სტრატეგიის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი გახდება. კონგრესზე კონტროლის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოქმედი ადმინისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივების შეუფერხებლად გატარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ამერიკელი ამომრჩევლის ნაწილში დიდ ენთუზიაზმს იწვევს, ოპოზიციურად განწყობილი დემოკრატები და ეკონომისტების ნაწილი სკეპტიკურად უყურებენ იდეას. ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთმა მასშტაბურმა სახსრების გამოყოფამ შესაძლოა, დამატებითი წნეხი შექმნას სახელმწიფო ბიუჯეტზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაციის ზრდას შეუწყოს ხელი.
მომდევნო თვეებში, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, აღნიშნული თემა სავარაუდოდ, მთავარ განხილვის საგნად იქცევა როგორც ეკონომისტებს, ისე ორივე წამყვანი პარტიის პოლიტიკურ ლიდერებს შორის.




