ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი ნიუსი“ აქვეყნებს.
ცნობილი ინგლისელი ბლუზ-როკ მომღერალი და გიტარისტი, ბოხი ხმით და შესრულების მანერით გამორჩეული კრის რი, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კრის რეას მშობლიური ქალაქის, მიდლზბროს მერმა პატივი მიაგო „წარმოუდგენლად ნიჭიერ მუსიკოსს“. მისი თქმით, კრის რი „სამუდამოდ დარჩება ტისაიდის (ტისაიდელებს უწოდებენ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველა დიდი მდინარის, ტისის ორივე სანაპიროზე მცხოვრებლებს - „აიპრესი“) ლეგენდად“.
„კრისი წარმოუდგენლად ნიჭიერი მუსიკოსი და მიდლზბროს საყვარელი შვილი იყო. სიმღერა Driving Home for Christmas ყოველთვის იყო და იქნება საყვარელი საუნდტრეკი ტისაიდელებისთვის, რომლებიც წლის ამ დროს სახლში ბრუნდებიან“, - დასძინა მან.
2020 წლის ერთ-ერთი სატელევიზიო პროგრამის საშობაო გადაცემაში რიმ წამყვანს უთხრა, რომ როდესაც Driving Home for Christmas დაწერა უმუშევრობის შემწეობას იღებდა.
მენეჯერს ახალი დათხოვნილი ვყავდი სამსახურიდან. მართვის მოწმობა ჩამორთმეული მქონდა. „ჩემს ახლანდელ მეუღლეს, ჯოანს, ლონდონში მოუწია ჩამოსვლა. მან „მინითი“ წამიყვანა სახლში და სწორედ მაშინ დავწერე ეს“,- უთხრა კრის რიმ წამყვანს.
რის სიმღერა, როგორც ყოველთვის, ტრიუმფალურად შევიდა ჩარტებში, ამჟამად კი 30-ე ადგილზეა დიდ ბრიტანეთში.
კრის რის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტია მილიონობით ადამიანისთვის ცნობილი საშობაო ჰიტი The Road To Hell




