წლის დასაწყისიდან, უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება უკვე 4.7 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"ევროკავშირი გუშინ შეთანხმდა უკრაინისთვის ერთი მილიონი საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. დღეს კი ევროკავშირმა გადმორიცხა მაკროფინანსური დახმარების კიდევ ერთი ტრანში - 1.5 მილიარდი ევრო", - წერს ის.

მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თანხა უკვე ეროვნული ბანკის ანგარიშებზეა.

"ზოგადად, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ფინანსურმა დახმარებამ უკვე 4.7 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს თანხები საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ მაკროფინანსური სტაბილურობა, დავაფინანსოთ სოციალური დახმარებები, პენსიები და სრულად დავაფინანსოთ მასწავლებლებისა და ექიმების ხელფასები", - თქვა მან.