ორშაბათს, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების კანდიდატმა ტეხასის 31-ე საარჩევნო ოლქიდან, ვალენტინა გომესმა, ახალი საარჩევნო ვიდეორგოლში ყურანი ცეცხლმტყორცნი დაწვა.
„მუსლიმანებს შეუძლიათ წაეთრნენ 57 მუსლიმანური ქვეყნიდან ნებისმიერში. მე ტეხასში ისლამს დავასრულებ. დაე, დამეხმაროს ღმერთი. მუსლიმანები აუპატიურებენ და კლავენ ქრისტიანული ქვეყნების დასაპყრობად“, - წერს ვალენტინა გომესი და ამომრჩეველს სთხოვს დაეხმარონ მას კონგრესში მოხვედრაში, რათა მათ არასდროს დასჭირდეთ მუსულმანების თაყვანისცემა.