შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში შეურაცხმყოფელ სიტყვებით მოუწოდებს ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ და მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ირანის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სტრუქტურაზე თავდასხმით იმუქრება.

„სამშაბათს ირანში იქნება ელექტროსადგურების დღეც და ხიდების დღეც, ყველაფერი ერთად. აქამდე მსგავსი არაფერი გინახავთ!

გახსენით @@@ სრუტე, თქვე შეშლილო ნაძირალებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ - უბრალოდ უყურეთ! დიდება ალაჰს“, – წერს ტრამპი.