კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ 18-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს, სოფის შორდება.
"მე და სოფის გვსურს გაუწყოთ,რომ ბევრი მრავალმნიშვნელოვანი და რთული საუბრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთმანეთს დავშორდეთ“, - დაწერა 51 წლის პერმიერმა Instagram-ზე.
მისი თქმით, ის და მისი მეუღლე დარჩებიან ერთმანეთისთვის ახლობელ ადამიანებად, რომლებსაც ერთმანეთთან და იმ ყველაფერთან, რაც ერთად შექმნეს, აკავშირებთ სიყვარული და პატივისცემა.
პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა ოფიციალურად მოაწერა ხელი შეთანხმებას ცალ-ცალკე ცხოვრების შესახებ. მათ ცალ-ცალკე ცხოვრების დროს უნდა გადაწყვიტონ განქორწინების ფინანსური ასპექტები და შვილებზე მეურვეობის საკითხები.
ტრიუდომ საზოგადოებას მოუწოდა პატივი სცენ მის გადაწყვეტილებას და მის პირად ცხოვრებას სამი არასრულწლოვანი შვილის გამო.
ჯასტინ ტრიუდო ჟურნალისტ სოფი გრეგორიზე 2005 წელს დაქორწინდა, მათ 15, 14 და 9 წლის შვილები ჰყავთ.