ამერიკული მედია იუწყება, რომ თანამდებობის დაკავების მეორე დღეს, დილით, ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გამართული რელიგიათშორისი ლოცვის დროს დონალდ ტრამპი გაქვავებული სახით უსმენდა ეპიოსკოპოს, როდესაც იგი მოწოდებდა მას „მოწყალება გამოეჩინა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები იმ ხალხის მიმართ, ვინც ახლა შეშინებულია“.

ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გამართული ღონისძიებას დონალდ ტრამპი მელანიასთან ერთად და ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მეუღლესთან, უშა ვენსისთან ერთად ესწრებოდნენ. ეპისკოპოსმა მარიანა ედგარ ბუდემ, ვაშინგტონის პირველმა ქალმა ეპისკოპოსმა, ქადაგების დროს ტრამპს მოუწოდა გადაეხედა მისი ზოგიერთი მკაცრი პოლიტიკური ზომისთვის, განსაკუთრებით იმიგრანტების და ტრანსგენდერების მიმართ და ყოფილიყო მათ მიმართ ლმობიერი.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ფიქრობდა იგი ქადაგების შესახებ, ტრამპმა მიუგო: „არც ისე ამაღელვებელი იყო, ასე არაა? არ მგონია, რომ კარგი მსახურება იყო. მათ შეეძლოთ ბევრად უკეთ ჩაეტარებინათ“.


კონგრესმენმა ჯორჯიის შტატიდან, ვენესუელელი ემიგრანტის მიერ სტუდენტი გოგონას სასტიკი მკვლელობის შემდეგ შემუშავებული ლეიკენ რაილის აქტის ავტორმა, მაიკლ ალენ კოლინზ-უმცროსმა, X-ზე ატვირთა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ტრამპის თვალსაჩინო უკმაყოფილება ქადაგების ამ ნაწილის დროს და დაწერა: „პერსონა, რომელიც ამ ქადაგებას წარმოთქვამს, უნდა დაემატოს სადეპორტაციო სიას“.