აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ უცხო ქვეყნებში წარმოებულ ფილმებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"ამერიკაში კინოინდუსტრია ძალიან სწრაფად კვდება. სხვა ქვეყნებს სხვადასხვა მამოტივირებელი შეთავაზებები აქვთ, რათა ჩვენი კინორეჟისორები და სტუდიები აშშ-დან მიიზიდონ. ჰოლივუდი და აშშ-ში სხვა მრავალი ტერიტორია ნადგურდება. ეს სხვა ერების მხრიდან შეთანხმებული ძალისხმევის შედეგია და, შესაბამისად, საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ყველაფერთან ერთად, ეს პროპაგანდაა! შესაბამისად, ვაჭრობის დეპარტამენტსა და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს უფლებამოსილებას ვანიჭებ, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნებში წარმოებული ნებისმიერ ფილმზე 100%-იანი ტარიფების დაწესების პროცესი დაიწყოს. ჩვენ კვლავ გვინდა ფილმები, რომლებიც ამერიკაში არის გადაღებული!" - წერს ტრამპი.