აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას, რადგან მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მესამე წელია გრძელდება. ამის შესახებ CNN წერს.

ტრამპს ჰკითხეს, დააწესებს თუ არა დამატებით სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუ ვლადიმერ პუტინი არ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: "სავარაუდოდ ჟღერს."

"ჩვენ ვსაუბრობთ ზელენსკისთან. ძალიან მალე ვისაუბრებთ პრეზიდენტ პუტინთან და ვნახავთ რა და როგორ მოხდება." - თქვა ტრამპმა.

ამავდროულად, მან ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ არ ხარჯავს საკმარის ფულს უკრაინის დასაცავად და ასევე აღნიშნა, რომ ის "განიხილავს" გაუგზავნის თუ არა შეერთებული შტატები დამატებით იარაღს უკრაინას.

აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებში მუშაობდა, რომ თეთრი სახლის დატოვებამდე, რაც შეიძლება მეტი იარაღი და ფინანსური დახმარება გადაეცა უკრაინისთვის.

ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მან უკრაინის ომი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას განიხილა: "მას აქვს დიდი ძალა, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ბევრი ძალა. მე ვთქვი, რომ თქვენ უნდა მოაგვაროთ ეს."