აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, სულ მცირე, სამი სარჩელი შეიტანეს მისი მმართველობის პირველ დღეს. იტყობინება Bloomberg.
მოსარჩელეები ასაჩივრებენ პრეზიდენტის განკარგულებებს, რომლებსაც ტრამპმა ინაუგურაციის დასრულებისთანავე მოაწერა.
ერთ-ერთი სარჩელი ეხება ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც მარტივდება ფედერალური მოხელეების გათავისუფლების პროცესი. საჩივარი შეიტანა პროფესიულმა კავშირმა, რომელიც 37 ფედერალურ სააგენტოსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს აერთიანებს.
მოსარჩელეთა მტკიცებით, პრეზიდენტის განკარგულება არღვევს კანონს, რომლითაც დაცულია თანამშრომელთა „საპროცესო უფლებები“.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ტრამპის განკარგულება გარდაქმნის ფედერალურ სამსახურებს იმგვარად, რომ დასაქმებულთა გათავისუფლება გასაჩივრების უფლების გარეშე მოხდება.
შემდეგი სარჩელი ეხება პრეზიდენტის აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს, აკრძალოს ამერიკის მოქალაქეობის დაბადებით მინიჭების უფლებას. ტრამპის ეს განკარგულება 19 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. მასში ნათქვამია, რომ არ შეიძლება მოქალაქეობა მიენიჭოს მათ, ვისაც აშშ-ში დაბადებისას ეყოლება მშობელი, რომელიც ქვეყანაში იმყოფება არალეგალურად ან სტუდენტური, სამუშაო და ტურისტული ვიზით.
მოსარჩელეთა შორის არიან ამერიკის 22 შტატის გენერალური პროკურორები და სან ფრანცისკოს გენერალური პროკურორი.