ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა 5 დეკემბერს, ვაშინგტონში ჯონ კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრში გაიმართება.

ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს თანდასწრებით განაცხადა.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ის, კანადისა და მექსიკის სტადიონებზე გაიმართება. ტურნირში პირველად ითამაშებს 48 გუნდი.

თარგმანი: პირველი არხი