დონალდ ტრამპი ამჟამად მარ-ა-ლაგოში მედიასთან საუბრობს ვენესუელაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
გუშინ გვიან ღამით და დღეს დილით ადრე, ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ვენესუელას დედაქალაქში ჩაატარეს არაჩვეულებრივი სამხედრო ოპერაცია. ამ განსაცვიფრებელი შეტევისას, რომლის მსგავსიც ხალხს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს, გამოყენებული იქნა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალები, - განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.




