აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მას სამარცხვინოს უწოდებს.

„საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი. ეს ვერდიქტი სამარცხვინოა, ყველა დროის უდიდეს კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება“, – წერს ტრამპი.

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ამერიკის ექსპრეზიდენტი მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო და კომპენსაციის სახით დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამასთან, სასამართლომ ტრამპი არ აღიარა დამნაშავედ გაუპატიურებაში.

ელიზაბეთ ჯინ კეროლის მტკიცებით, დონალდ ტრამპმა მასზე 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, გასახდელ ოთახში სექსუალურად იძალადა.