ნიო-ორკში შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმის სასამართლო მოსმენა დასრულდა.
შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს 34 ბრალდება წაუყენეს. სასამართლოს დარბაზში მყოფი „სი ბი ეს"-ის რეპორტიორის თქმით, ბრალდების მოსმენის შემდეგ დონალდ ტრამპმა არცერთი ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარი გადაუხადეს.
წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი არის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პრესა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსამართლემ ტრამპს პროკურორის და მისი ოჯახის მისამართით სოციალური ქსელით გაჟღერებული მუქარა შეახსენა.
სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას დონალდ ტრამპის ადვოკატმა ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი „იმედგაცრუებული" და „აღშფოთებულია" და თვლის, რომ ის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული. ტრამპს განცხადება არ გაუკეთებია.
შემდეგი სასამართლო მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.