აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს. მიზეზად ლივიტმა თავის ორ მცირეწლოვან შვილთან მეტი დროის გატარების საჭიროება დაასახელა.
ლევიტმა გადაწყვეტილება X-ზე დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს „ტკბილ-მწარე" გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, პრესსპიკერის როლთან ერთად 2 მცირეწლოვანი შვილისთვის საუკეთესო დედა ვერ იქნება.
„ჩემი ბრძოლა ახალ ფაზაში შედის, დასასრულამდე ჯერ კიდევ შორია", - დაწერა ლევიტმა.
ტრამპის თქმით, ლევიტი ადმინისტრაციის „გარე მრჩევლად" და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ გავლენიან ხმად დარჩება.
28 წლის კეროლაინ ლევიტი 2025 წლის იანვარს თეთრი სახლის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრესსპიკერი გახდა. მანამდე მან ტრამპის საარჩევნო კამპანიაში იმუშავა.
ტრამპს ლივიტის შემცვლელი ჯერ არ დაუსახელებია.
„ფოქს ნიუსის“ მიხედვით მოამზადა რაულ კაპანაძემ.




