ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტში არიან 19-24 წლის ასაკის, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები.
„მათ დიდი რამეები აღმოაჩინეს. გადახედეთ ჩამონათვალს. მე... ალბათ, ხვალ გამოვაქვეყნებ. წავიკითხავ სიას 15-20 რამის, რაც მათ „იუსაიდში" აღმოაჩინეს“- განაცხადა ტრამპმა და როდესაც უთხრეს, რომ მისი საუბრიდან ისე ჩანს, რომ აპირებს დახუროს „იუსაიდი“, ჩაიცინა და თქვა: „მე ასე ვფიქრობ“.
„იუსაიდში“ თაღლითობაა, საშინელებაა. ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა ჯგუფებზე, რომლებიც ამ ფული გამოყოფას არ იმსახურებდნენ. ხალხი, რომელიც ამ ფულს იღებდა, უკან უბრუნებდა მათ, ვინც ეს ფული გამოუყო? ძალიან კორუმპირებული ორგანიზაციაა. მაინტერესებს, რამდენი იყო ის თანხა, რომელიც უკან უბრუნდებოდათ, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.