ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მე ირანს შანსს შანსზე ვაძლევდი შეთანხმების მიღწევის მიზნით. ვეუბნებოდი, რომ რაც არ უნდა ახლოს მისულიყვნენ ატომური ბომბის შექმნასთან, ვერ მოახერხებდნენ ამას და ყველაფერი გაცილებით უარესი იქნებოდა. მათ იცოდნენ, რომ აშშ აწარმოებს ელოდნენ ან გაიგეს, რომ შეერთებულმა შტატებმა მაშინვე აწარმოებს მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე სასიკვდილო სამხედრო აღჭურვილობა. იცოდნენ, რომ ისრაელს ეს იარაღი უამრავი ჰქონდა და მათი გამოყენების შესაბამის ცოდნაც გააჩნდა. უკვე ბევრი სიკვდილი და ნგრევა მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო ამ ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად და შემდეგი თავდასხმები, რომლებიც უკვე დაგეგმილია, კიდევ უფრო სასტიკი იქნება. ირანმა უნდა დადოს შეთანხმება, სანამ მისგან აღარაფერი დარჩება და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი - წერს დონალდ ტრამპი.